სამართლის სკოლა
ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამის აღწერა
ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება 2015 წლიდან. პროგრამა აგებულია ბიზნესის სამართლის იურისტის საჭიროებებზე გათვლით და განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც გეგმავენ იურისტის კარიერას ამ სპეციალიზაციით.
პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულებმა შეძლონ ბიზნესის სამართლის სფეროში მიღებული სისტემური ცოდნისა და უნარების გამოყენება, ბიზნესის სამართლის ცვალებადი გარემოს მართვა ინოვაციებისა და ახალი, ორიგინალური იდეების განვითარების გზით.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან ბიზნესის სამართლის ფართოდ გავრცელებული გარიგებების შესახებ პრაქტიკულ კურსებს და განიხილავენ ვალდებულებითი, სახელშეკრულებო, უძრავი ქონების, უზრუნველყოფილი გარიგებების, სააღსრულებო სამართლისა და საერთაშორისო ბიზნესის გარიგებების პრობლემური საკითხების გადაჭრის გზებს.
ასევე, პროგრამის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა ბიზნესის ტრანზაქციების განხორციელებისათვის საჭირო სამართლებრივი პრაქტიკის ანალიზსა და კვლევას. სტუდენტები გაივლიან პრაქტიკულ კურსებს საწარმოს დაფუძნების, კორპორაციული მართვის, საწარმოს შერწყმის, შეძენის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და დაბეგვრის პრობლემური საკითხების შესახებ.
სასწავლო პროცესი აერთიანებს ლექციებს, სემინარებს, პრაქტიკული სიტუაციების ანალიზსა და სიმულაციებს. პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბიზნესის გარიგებების სიმულაციების პრაქტიკული კურსები, რომლებიც ითვალისწინებს შემდეგი ტრანზაქციების სიმულაციებს:
- საწარმოს/წილის შესყიდვა
- საერთაშორისო საინვესტიციო გარიგება
- კომერციული უძრავი ქონების ტრანზაქცია
- სატენდერო წინადადებებისა და აქციების პირველადი განთავსების ტრანზაქციები
ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს არჩევითი საგნების სახით სთავაზობს კურსებს საგადასახადო სამართლის მიმართულებით. ამ საგნების ფარგლებში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) ლექტორები გაუძღვებიან სპეციალურად იურისტებისთვის შემუშავებულ კურსებს.
სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაწილის წარმატებით დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს ენიჭება კვალიფიკაცია - კერძო სამართლის მაგისტრი.
კურიკულუმი
კერძო სამართლის მაგისტრის კვალიფიკაციის მისაღებად პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებულია 68 კრედიტი, რაც 3 მოდულშია გადანაწილებული.
პროგრამა სავალდებულო საგნებთან ერთად მოიცავს არჩევით საგნებს. თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები იმგვარად არის შედგენილი, რომ კრედიტების გარკვეული რაოდენობა არჩევით საგნებს ეთმობა, რაც ქმნის თავისუფალი არჩევანის საშუალებას, სტუდენტებმა საკუთარი ინტერესების მიხედვით შეარჩიონ საგნები.
როგორ ჩავაბაროთ ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე 2026 წელს?
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია იურისტის კვალიფიკაციის მქონე ადამიანს, რომელიც:
- გადალახავს საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს;
- სასურველია ფლობდეს ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე;
- სასურველია ჰქონდეს პროფესიით მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება.
მიღების პროცედურა
- რეგისტრაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე (www.naec.ge)
- საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება;
- რეგისტრაცია 14 სექტემბრის ჩათვლით;
- გასაუბრება თავისუფალ უნივერსიტეტში.
შერჩევის კრიტერიუმები
- სამართლებრივი ცოდნა 40%
- კრიტიკული აზროვნების უნარი 30%
- დასაბუთებული მსჯელობის უნარი 30%
*გასაუბრების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 65 ქულა.
სწავლის საფასური
2026-27 სასწავლო წლისთვის, სამაგისტრო პროგრამის საფასური შედგება 3 თანაბარი გადახდისგან. პროგრამა მოიცავს სამ მოდულს, თითოეული მოდულის საფასური 1010 * 3 (ცვალებადი) = 3030 ლარი.
სწავლის საფასურს მაგისტრანტი იხდის 3 თანაბარი გადახდის მეშვეობით.
სამართლის სკოლის შესახებ
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აერთიანებს სამართლის საბაკალავრო და ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამებს. საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განახლების დროს გათვალისწინებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, ასევე საქართველოში იურისპრუდენციის სწავლების ნორმატიული ჩარჩო, პრაქტიკა და არსებული გამოწვევები. სამართლის სკოლა მოიცავს:
- სამართლის საბაკალავრო პროგრამას
- ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამას (LLM)
თითოეული პროგრამა აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
სამართლის სკოლის პროგრამებს უძღვებიან წამყვანი იურიდიული კომპანიების პარტნიორები, მოქმედი მოსამართლეები, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების იურისტები და სხვა პრაქტიკოსი იურისტები.
თეორიულ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა მიიღონ სავალდებულო პრაქტიკული გამოცდილება სამართლის კლინიკებში. ისინი მუშაობენ რეალური კლიენტების ქეისებზე (live client), რაც ავითარებს მათ პრაქტიკულ უნარებს. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კლინიკები შემდეგი მიმართულებით:
- საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა
- ადმინისტრაციული სამართლის კლინიკა
- ბიზნესის სამართლის კლინიკა
- სისხლის სამართლის კლინიკა
საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, სტუდენტი გადის იურიდიულ პრაქტიკას ორგანიზაციაში, რომელიც სასწავლო გეგმის სავალდებულო კომპონენტია. იურიდიული პრაქტიკის უზრუნველსაყოფად თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს აქვს გაფორმებული მემორანდუმები სხვადასხვა დამსაქმებელთან.
სამართლის სკოლა წარმატებულად ფუნქციონირებს და ამას მოწმობს კურსდამთავრებულთა მიღწევები, მათ შორის:
- კურსდამთავრებულები აგრძელებენ სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში (მაგალითად, University of Edinburgh, University of Cambridge, University of Columbia, University of California, Berkeley, Duke University, University of Virginia, Bucerius Law School, Goethe University Frankfurt, CEU, Shanghai Jiao Tong University და სხვა).
- კონკურსები, რომლებშიც თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები იღებენ მონაწილეობას, ხშირ შემთხვევაში მათ მიერ ეროვნულ თუ საერთაშორისო რაუნდში წარმატებით სრულდება. ეროვნულ რაუნდებში გამარჯვების შემთხვევაში, სამართლის სკოლის სტუდენტებისთვის ცოდნის ფონდიდან გამოიყოფა შესაბამისი ფინანსები მათი უცხო ქვეყანაში ვიზიტის, ცხოვრების ხარჯის და შეჯიბრებებში სრულფასოვანი მონაწილეობის მიზნით. დაფინანსება გამოიყოფა არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ აგრეთვე სტუდენტების მწვრთნელი ლექტორებისთვის/პროფესორებისთვის.
- კურსდამთავრებულები მუშაობენ, როგორც საქართველოში არსებულ კომპანიებში წამყვან პოზიციებზე, ისე გლობალურ კომპანიებში.
20 აგვისტო 2026
ლიზი ზვიადაძე სწავლას აგრძელებს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში
07 ივლისი 2026
ნინო შველიძე სწავლას აგრძელებს Queen’s University Belfast-ში
25 ივნისი 2026
ელენე ჯოხარიძე სწავლას აგრძელებს Centre international de formation européenne (CIFE)-ში
21 მაისი 2026
სამართლის სკოლის სტუდენტების გამარჯვება
დეკანი
რევაზ ხოფერია
ასოცირებული პროფესორი; სამართლის სკოლის დეკანი
კოორდინატორი