Bonum Domum 2025
Bonum Domum 2025
თავისუფალი უნივერსიტეტის პროგრამა - შენობის სისტემების ინჟინერია განკუთვნილია საინჟინრო ამოცანების გადაჭრის უნარის მქონე ახალგაზრდებისთვის - ინჟინერიის სფეროს მომავალი ლიდერებისათვის.
პროგრამით დაინტერესებულ XI-XII კლასის მოსწავლეებს გიწვევთ კონკურსში - Bonum Domum - მონაწილეობის მისაღებად, 15 მარტს, კახა ბენდუქიძის კამპუსში.
კონკურსი შეამოწმებს მონაწილეთა უნარს, ერთი მხრივ გააცნობიერონ როგორ მუშაობს შენობის ინტეგრირებული საინჟინრო სისტემები და მეორე მხრივ მოუძებნონ ოპტიმალური გადაწყვეტა კონკურსის დავალებაში მოცემულ სიტუაციებს.
*კონკურსში მონაწილეობისთვის არ არის საჭირო წინასწარ მომზადება.
წარმატებული მონაწილეები მიიღებენ შენობის სისტემების ინჟინერიაზე სწავლის საფასურის ვაუჩერს:
I ადგილი - 2000 ლარი
II ადგილი - 1600 ლარი
III ადგილი - 1200 ლარი
*ვაუჩერი დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის შენობის სისტემების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლას და 8 სემესტრზე გადანაწილდება.
*სამი პრიზი გაიცემა 20-ზე მეტი კონკურსანტის შემთხვევაში;
*ორი პრიზი გაიცემა 15-20 კონკურსანტის შემთხვევაში;
*ერთი პრიზი გაიცემა 15-ზე ნაკლები კონკურსანტის შემთხვევაში.