მართვის სკოლის ბანაკი 2025
მომავლის მართვა: სწავლიდან წარმატებამდე
თავისუფალი უნივერსიტეტი, მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლაში სწავლის მსურველი აბიტურიენტებისათვის აცხადებს ორდღიან ბანაკს ბაზალეთზე - "მომავლის მართვა: სწავლიდან წარმატებამდე".
ორი დღის განმავლობაში აბიტურიენტები გაეცნობიან მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლაში სწავლის სპეციფიკას, შეხვდებიან სხვადასხვა დარგში წარმატებულ კურსდამთავრებულებს, მოისმენენ მათ პერსპექტივასა და რჩევებს; გაიგებენ, თუ როგორ ვაქციოთ უპირატესობად, როცა "არ ხარ დარწმუნებული, რა გინდა, რომ ისწავლო".
კურსდამთავრებულებთან, ასევე სკოლის ადმინისტრაციასა და ლექტორებთან ინტერაქტიულ სემინარებში აბიტურიენტები ისწავლიან, თუ როგორ დაიწყონ ახლავე საკუთარი პროფესიული მომავლის დაგეგმვა, როგორ გამოიყენონ მართვის სკოლის რესურსები თვითგანვითარებისთვის და როგორ დაეხმარება მართვის სკოლაში სწავლა საჭირბოროტო კითხვისთვის - „რა გამოვალ?“ - პასუხის გაცემაში.
ბანაკში მონაწილეობა სრულად დაფინანსებულია ცოდნის ფონდის მიერ. მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით, კვებითა და განთავსებით ბაზალეთის კამპუსში.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და უპირატესობა მიენიჭებათ მე-12 კლასის იმ მოსწავლეებს, რომლებიც ნამყოფი არიან კახა ბენდუქიძის კამპუსში, მართვის სკოლის გაცნობით პროგრამაზე.