Thurgood Marshall 2023

Thurgood Marshall 2023

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს კონკურსს XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის - Thurgood Marshall.

კონკურსის მიზანია მომავალი იურისტებისთვის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მნიშვნელოვანი საკითხების გაცნობა და მათი დაინტერესება. აბიტურიენტები შეძლებენ გამოცადონ თავიანთი წერილობითი და ზეპირი უნარ-ჩვევები ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალურ საკითხებზე წერილობითი მსჯელობისა და ზეპირი გამოსვლის გზით.

კონკურსი შედგება ორი ტურისგან და ჩატარდება კახა ბენდუქიძის კამპუსში:

  • I ტური - 4 მარტი
  • II ტური - 18 მარტი

 

დარეგისტრირდით, მიიღეთ მონაწილეობა, გაიმარჯვეთ და მოიპოვეთ სასწავლო გრანტი.

 

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული:

I ადგილი - 2000 ლარიანი გრანტი

II ადგილი - 1500 ლარიანი გრანტი

III ადგილი - 1000 ლარიანი გრანტი

 

*ვაუჩერი დააფინანსებს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლას და 8 სემესტრზე გადანაწილდება.

საკონტაქტო ინფორმაცია

თეკო ძიძიგური