სამეწარმეო აზროვნების იდეათონი 2025
სამეწარმეო აზროვნების იდეათონი
თავისუფალი უნივერსიტეტი აცხადებს ახალ კონკურსს - სამეწარმეო აზროვნების იდეათონს!
კონკურსი განკუთვნილია აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელთაც სურთ საკუთარი ინოვაციური და კრეატიული იდეები რეალურ პროდუქტად ან სერვისად აქციონ.
კონკურსი გუნდურია და გუნდი უნდა შედგებოდეს 3-4 წევრისაგან. გუნდში მინიმუმ 2 უნდა იყოს აბიტურიენტი.
შენ შეგიძლია თავად აირჩიო თანაგუნდელი, თუნდაც სხვა სკოლიდან.
თუ შენ ჯერ არ გყავს გუნდი, დარეგისტრირდი ინდივიდუალურად და ჩვენ დაგეხმარებით გუნდის დაკომპლექტებაში.
კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული გუნდების წევრებს გადაეცემათ გრანტები სწავლის დასაფინანსებლად თავისუფალი უნივერსიტეტის შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:
- მართვა და საზოგადოებრივი მეცნიერებები
- ბიზნესის ადმინისტრირება (ESM)