GE

Რომელი უფრო მნიშვნელოვანია: კოლექტიური ბედნიერება თუ ინდივიდუალური?

13 აპრილი 2021

უტილიტარიზმის მთავარი იდეა და არსი მდგომარეობს იმაში, რომ მორალურად მართებული ქმედება სწორედ ისაა, რომლის მოტანილი ჯამური ბედნიერებაც ყველაზე მეტია სხვა შესაძლო ვარიანტებიდან. ამ ცნების ასახსნელად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია პაციენტების შემთხვევა. დავუშვათ, გვაქვს წამლის ხუთი აბი და გვყავს პაციენტი, რომლის სიცოცხლის გადასარჩენადაც ხუთივე საჭიროა. Მეორე მხრივ, გვყავს ხუთი სხვა პაციენტი, რომელთა გადასარჩენადაც თითო-თითო აბიც საკმარისია. Რას გააკეთებს უტილიტარიზმის მიმდევარი? Რა თქმა უნდა, გადაარჩენს იმ ხუთ პაციენტს, რადგან ხუთი ადამიანის გადარჩენა უფრო მეტი ჯამური ბედნიერების მომტანი იქნება, ვიდრე ერთის. Ჩემი აზრით, ამ თეორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბზარია ის, თუ რა პრინციპით ვზომავთ სარგებელს, სარგებელთან ერთად კი - ბედნიერებას? 

ჩვენ ცალსახად ვერასდროს ვიტყვით, ამ კონკრეტული ხუთი ადამიანის სიცოცხლე ჯობია იმ ერთისას თუ არა. იქნებ, ეს ხუთი ადამიანი სერიული მკვლელია და მომავალში უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. ანდაც, ის ერთი ისეთი გენიოსია, რომ მომავალში ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის უკეთესობისკენ და გააბედნიერებს, ამით ხომ ჯამური ბედნიერებაც გაიზრდება. Სწორედ ამიტომ, არასწორი მგონია ადამიანების ღირებულებათა ხარისხის ამგვარად შეფასება. 

რადგანაც ადამიანთა მნიშვნელობების შეკრება-გამოკლება არარელევანტურია ამიტომ მიმაჩნია, რომ თუნდაც სასწორის ერთ მხარეს ერთი ადამიანი გვყავდეს, მეორეზე კი - მილიონი, მაინც ვერ ვიტყვით, თუ რომელი გადაწონის. Მსგავსი განტოლება არ ემორჩილება მათემატიკურ კანონებს. 

ასევე რა ხდება მაშინ, როცა ადამიანთა მიერ გაღებული მსხვერპლი არის განსხვავებული ერთმანეთისგან. Მაგალითად, როცა ერთ ადამიანს ადგება ფიზიკური აუტანელი ტკივილი, მეორე მხრივ კი მილიონი ადამიანი უბრალოდ გაბრაზებული და უკმაყოფილოა? შეგვიძლია შემოვიღოთ რაიმე რიცხვითი ერთეული, რომელიც დისკომფორტის დონეს განსაზღვრავს, შემდეგ ამ ერთეულს გავამრავლებთ ადამიანთა რიცხვზე და მივიღებთ საერთო უბედურების ოდენობას? Ჩემი აზრით, მსგავსი მსჯელობაც აბსურდამდე მიგვიყვანს, რადგან შეუძლებელია გაზომო შეგრძნებები და ემოციები, შემდეგ კი ამის მიხედვით დაადგინო, თუ რომელი მხარის მსხვერპლად შეწირვა ღირს. 

ვფიქრობ, მსგავსი მიდგომა ადამიანებს გარკვეულწილად უსულო საგნებად აქცევს და პიროვნების ინდივიდუალურობას სრულიად უსვამს ხაზს. ამ განსაზღვრებამ შესაძლოა მოგვაგონოს სოციალისტური რეჟიმი, რომელიც თავის თავში ერთიანობისკენ და საერთო სიკეთისკენ სწრაფვას მოიაზრებს. და მიუხედავად იმისა, რომ მისი თავდაპირველი იდეა საკმაოდ კეთილშობილურია, მაინც ვეჩეხებით გზაში ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა ადამიანის ინდივიდუალურობის გაუფასურება, სწორხაზოვნობა, ერთფეროვნება და ზედაპირულობა. უტილიტარიზმის იდეაც სწორედ ამდაგვარ ჩიხში შედის. 

ისტორიაში უამრავი მაგალითის მოძიება შეგვიძლია, რომელთა მიხედვითაც კოლექტიური ბედნიერება სულაც არ ყოფილა კეთინდღეობის მომტანი, თუნდაც საბჭოთა კავშირის ან ნაცისტური გერმანიის მაგალითზე. Ბედნიერება ზედმეტად აბსტრაქტული ცნებაა იმისთვის, რომ მისი გაზომვა შევძლოთ ან დავწმუნდეთ იმაში, ცრუა ის თუ ნამდვილი. მეორე მხრივ, ადამიანს ვერ უბრძანებ, თუ რითი იყოს ბედნიერი და რითი არა. Შესაძლოა, ერთ ადამიანს ის აბედნიერებდეს, რაც მეორეს აუბედურებს და ჩვენ ვერ გავიგებთ, რომელი უფრო მართებული ბედნიერებაა. ეს კი კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ ბედნიერებებებზე მათემატიკური კალკულაციების ჩატარება აბსურდამდე მიგვიყვანს.

სწორედ ამიტომ, ყველა ქეისი ინდივიდუალურია და თითოეული ადამიანის ბედნიერება იმდენადვე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, როგორც ასეულობით და ათასეულობით ადამიანის ერთად აღებული.