GE

1001 ღამის ზღაპრები კამპუსში

02 ივნისი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) 25 წლისაა!

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით კახა ბენუდქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ხელოვნების ცენტრში გაიმართა არაბული საღამო.

ღონისძიების დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა მიეცა გაცნობოდა არაბული კალიგრაფიის ნიმუშებს და ჰენით მოხატვას.

აზიისა და აფრიკის მიმართულების სტუდენტებმა კი შემოგთავაზეს "ათას ერთი ღამის" ზღაპრები: "ალადინი" და "მებადური და ჯინი".