GE

2014 წლის ექსპედიცია

14 დეკემბერი 2014

2014 წლის 16-28 აგვისტოს გაიმართა სამეცნიერო ექსპედიცია თურქეთის რესპუბლიკაში. ექსპედიციაში მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორები: ლალი ეზუგბაია, ერეკლე ასტახიშვილი, გიორგი კაციტაძე, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათემცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები: ნარგიზა სურმავა, მანანა ბუკია, მარინა ჯღარკავა, სოფიო ბერულავა. კონკურსში გამარჯვებული თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტები:

1. დათო პაპაშვილი (თავისუფალი უნივერსიტეტი)
2. დარინე რაზმაძე (თავისუფალი უნივერსიტეტი)
3. თათია ლოლუა (თავისუფალი უნივერსიტეტი)
4. მარიამ აბესაძე (თავისუფალი უნივერსიტეტი)
5. თამარ დოღონაძე (თავისუფალი უნივერსიტეტი)
6. ანა ქურდაძე (აგრარული უნივერსიტეტი )
7. ანა გიორგაძე (აგრარული უნივერსიტეტი )
8. ზიად ალიევი (აგრარული უნივერსიტეტი )

ექსპედიციის პირველი ეტაპი დაეთმო ისტორიული ძეგლების გაცნობას ტაო-კლარჯეთში, კაპადოკიაში, ცენტრალურ ანატოლიაში. ანისისა და ყარსის შემდეგ ექსპედიციის მონაწილეები იყვნენ ტბეთში, არტანუჯში, ენირაბათში, დოლისყანაში, ოთხთაში, იშხანში, ბანაში, ოლთისში, ხახულში, ოშკში, თორთუმის ციხე-ქალაქში. ამის შემდეგ ექსპედიცია გაემგზავრა კაპადოკიაში, სადაც მოინახულეს რეგიონის უმთავრესი ძეგლები: გორენეს ღია მუზეუმი, იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, წმ. იოანეს ეკლესია, წმ. გიორგის ეკლესია, ფოკას ტაძარი, მიწისქვეშა ქალაქი და სხვ. პირველი ეტაპის ბოლო ნაწილი დაეთმო ხეთური ცივილიზაციის უმთავრეს ძეგლებს. სტუდენტებმა საგულდაგულოდ დაათვალიერეს ბოღაზ ქოი _ ხეთების იმპერიის დედაქალაქი, იაზილიქაია – ხეთების ერთ-ერთი უმთავრესი რელიგიური ცენტრი, ალაჯა ჰუიუქი – ხეთური ცივილიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი. სტუდენტებმა ტრაპზონსა და სუმელაში დაათვალიერეს ბიზანტიური კულტურის ძეგლები. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სტუდენტები ზემოჩამოთვლილ ძეგლებზე ყოფნისას გიდის როლში წარმოადგენდნენ დეტალურ პრეზენტაციას.

ექსპედიციის მეორე ეტაპი დაეთმო ისტორიული ქართული პროვინციის ნიგალის/ლიგანის (თანამ. ლივანას) სოფლებში ქართული და ლაზური მეტყველების ჩაწერას ვიდეო- და აუდიო საშუალებით. საველე სამუშაოები განხორციელდა ბორჩხასა და მიმდებარე სოფელში _ მამაწმინდა (იბრიქლი); მაჭახლის ხეობაში, სოფ. ხერთვისი; ჭოროხის ხეობაში, სოფ. მარადიდი; დევესქელის ხეობაში, სოფ. დევსქელი. ლაზური მასალა მოპოვებულ იქნა მარადიდსა და ჩხალის ხეობის სოფელ დუზქოიში. ვიდეომასალა და ლექსიკური მასალა გაიშიფრა და შეემატა კლარჯული და ლაზური მეტყველების მონაცეთა ბაზას, ელექტრონულ ლექსიკონს.