2023-2024 აკადემიური წლის მესამე გაცნობითი ჩატარდა

28 ნოემბერი 2023

2023 წლის 27 ოქტომბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა გაცნობითი პროგრამა. 500-მდე მოსწავლე ესტუმრა კახა ბენდუქიძის კამპუსს და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროგრამების შესახებ მიიღო დეტალური ინფორმაცია.

გაცნობითი პროგრამების ფარგლებში აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ კამპუსს, გაეცნონ მათთვის საინტერესო პროგრამებს, სასწავლო გარემოს, უნივერსიტეტში მიღების პირობებს, გაესაუბრონ მომავალ ლექტორებს, დაესწრონ მათთვის სასურველ ლექციებს და მიიღონ ამომწურავი პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

 

Გაცნობითი 1 (1) Გაცნობითი 2 Გაცნობითი 3 Გაცნობითი 4