GE

5 დეკემბერს ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიხსნება

02 დეკემბერი 2016

მიმდინარე წლის 5 დეკემბერს ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიხსნება, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე სხვადასხვა საინტერესო, საპანელო დასაჯარო დისკუსიების ფორმატში ჩატარდება.

კვირეულის ორგანიზატორები არიან თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი.

კვირეულს გახსნის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულისაჯარო დისკუსია "საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საერთო სასამართლოების აქტების კონსტიტუციურობის კონტროლისა და საკუთარი გადაწყვეტილებებისთვის რეტროაქტიული ეფექტის მინიჭების კონსტიტუციურობა".

კვირის მსვლელობისას სხვადასხვა უნივერსიტეტები საზოგადოებასადამიანისუფლებების სფეროში აქტუალური საკითების გარშემო,მოხსენებების, საპანელო დისკუსიებისადა ლექციების ფორმატში,მსჯელობის შესაძლებლობას მისცემენ.

კვირეულის დახურვა 10 დეკემბერს, საქართველოს უზენაესსასამართლოში გაიმართება, სადაც უნივერსიტეტების მიერნომინირებული წლის ადამიანისუფლებათა დამცველიდაჯილდოვდება.

კვირეულის მხარდამჭერები არიან USAID-ის დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" პროგრამა (EWMI- PROLoG), გაეროსადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთკავკასიაში (OHCHR) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ კვირეულის დღის წესრიგი.