GE

აბიტურიენტები ქვემო ქართლიდან

10 მარტი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსს ეწვივნენ აბიტურიენტები ქვემო ქართლის სკოლებიდან.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიები, კულინარიის აკადემია, აუდიტორიები, ბიბლიოთეკა და მუზეუმი. აბიტურიენტებს ასევე ჩაუტარდათ პრეზენტაცია უნივერსიტეტებისა და მიმართულებების შესახებ. მათ გაიგეს მეტი მომავალი პროფესიების შესახებ და გაიცნეს კამპუსის სასწავლო გარემო.