აბიტურიენტების ვიზიტი მიუნხენში
22 აგვისტო 2013
19 აგვისტოს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული კონკურსების - ''მე აბიტურიენტი ვარ"; ''ლავუაზიეს წრისა'' და ''ედისონის ლიგის'' გამარჯვებულები გერმანიაში გაემგზავრნენ:
1. გიორგი შარიფაშვილი და გიორგი ბრეგვაძე (მე აბიტურიენტი ვარ)
2. გიორგი კვანტრიშვილი, მიქაელ გაგოშიძე, თორნიკე კილაძე (ედისონის ლიგა)
3. მარიამ ფერაძე, ანა ქურდაძე, ზვიად კაჭარავა (ლავუაზიეს წრე)
კონკურსების გამარჯვებულები მიუნხენში მდებარე Deutsches Museum-ს, BMW-ს მუზეუმსა და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვევიან, დაათვალიერებენ სამეცნიერო და სასწავლო ლაბორატორიებს. ასევე, ხელოვნების მუზეუმსა და ოლიმპიურ სტადიონს ნახავენ.
შეგახსნებთ, რომ სამივე კონკურსი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ინიციატივით ჩატარდა და იყო შემეცნებით ხასიათის ატარებდა. ''ედისონის ლიგისა" და ,,ლავუაზიეს წრის" უკლებლივ ყველა მონაწილე აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიურ ან აგრარულ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაბარების შემთხვევაში, სასწავლო გრანტს მიიღებს.
სამივე კონკურსში ერთად 10 000-მდე აბიტურიენტმა მიიღო მონაწილეობა.