GE

ადამიანი და სამართალი - ტრენინგი აბიტურიენტებისთვის

28 მარტი 2016

26 და 27 მარტს კონკურსის „ადამიანი და სამართალი“ მონაწილე აბიტურიენტებისთვის თავისუფალ უნივერსიტეტში ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგებს სამართლის სკოლის პროფესორები გიორგი მშვენიერაძე, დავით ზედელაშვილი და ნათია ხანთაძე უძღვებოდნენ.

მონაწილეებმა იმ საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია, რაც მათთვის იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ასევე, შეისწავლეს სასამართლო პროცესზე გამოსვლის საბაზისო უნარები.

შეჯიბრის პირველი ეტაპი 2 და 3 აპრილს ჩატარდება. აბიტურიენტთა გუნდები უკვე იმიტირებულ სასამართლო პროცესზე იმსჯელებენ სადაო საქმეში ადგილი ჰქონდა თუ არა დისკრიმინაციას.