GE

ადამიანის უფლებათა ადვოკატირება გაეროს სისტემაში

16 სექტემბერი 2015

 

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის„კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, თ საჯარო ლექციაზე - ადამიანის უფლებათა ადვოკატირება გაეროს სისტემაში.

მომხსენებლები:

პროფ. ბრიჯიტ არიმონდი Northwestern-ის უნივერსიტეტისსამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი;

თამარ თომაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი.

საჯარო ლექცია გაიმართება 23 სექტემბერს, 17:00 საათზე, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, აუდიტორია #200(მისამართი: კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #240).

სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური. ლექციის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.

საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია. წინასწარი რეგისტრაციისთვისგთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 21სექტემბრის 18:00 საათამდე. 

ბრიჯიტ არიმონდი

ნორსვერსტერნის უნივერსიტეტის (Northwestern University)სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორია. მას აგრეთვე უკავია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ცენტრის კლინიკის პროფესორის თანამდებობა. ბრიჯიტ არიმონდმა განათლება სტენფორდისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში მიიღო. მაგისტრატურაში ის ასწავლის ადამიანის უფლებათა საკითხებზე ადვოკატირებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები ერთვებიან ისეთ საქმეებსა და პროექტებში, სადაც გამოიყენებენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და საერთაშორისო სისხლის სამართლის ნორმებს. ის ასევე უძღვება სალექციო კურსს - ქალები, ბავშვები, გენდერი და ადამიანის უფლებები.

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს კლიენტების წარმოდგენასა და სასამართლოს მეგობრის (amicus curiaeპოზიციის მომზადებას უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ სახელმწიფოსთვის კომპენსაციის მოთხოვნის უფლებისა და წამების მსხვერპლთა დაცვის აქტის საქმეებზე; ადვოკატირებას აშშ სასამართლოებისა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წინაშე გუანტანამოში თავისუფლება შეზღუდული პირების უფლებების დაცვის მიზნით, მათ შორის აღნიშნული პირების სამხედრო კომისისიების მიერ გასამართლების შემთხვევაში; მემორანდუმების მომზადებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოების პროკურორის ოფისებისათვის. პროფესორი არიმონდი Northwestern-ის უნივერსიტეტში სამოქალაქო უფლებათა დაცვის ოცდაოთხწლიანი გამოცდილებით მივიდა. იგი მუშაობდა რასობრივი და სექსუალური დისკრიმინაციის სარჩელებზე, ისეთ სფეროებში როგორიცაა საარჩევნო უფლება, სამუშაო ადგილას დისკრიმინაცია, სასამართლოს წინაშე თანასწორობა.

თამარ თომაშვილ

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორია. მას აქვს დიდი პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის უფლებებში. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე და იურიდიულ მრჩევლად საქართველოს ჟენევის წარმომადგენლობაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. მას ასევე აქვს არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება. თამარი საქართველოს სახელით თანამშრომლობდა საერთაშორისო სასამართლოებთან (ICJ, ICC) და მონაწილეობდა ასოცირების შეთახმების და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

თამარ თომაშვილი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ლექციებს 2014 წლიდან კითხულობს. ის ასევე ასწავლიდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლის სკოლაში.

თამარ თომაშვილს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში ჟენევის უნივერსიტეტსა და საერთაშორისო კვლევების სამაგისტრო ინსტიტუტში (HEI), აგრეთვე სამართლის ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.