GE

ადამიანის უფლებათა ადვოკატირება გაეროს სისტემში

26 სექტემბერი 2015

23 სექტემბერს კამპუსმა უმასპინძლა საჯარო ლექციას "ადამიანის უფლებათა ადვოკატირება გაეროს სისტემში". საჯარო ლექციის მომხსენებლები ნორსვერსტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის დირექტორი - ბრიჯიტ არიმონდი და ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი - თამარ თომაშვილი იყვნენ.

საჯარო ლექციაზე მომხსენებლებმა დეტალურად განიხილეს გაეროს ადამიანის უფლებათა მექანიზმები და ის შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს სამოქალაქო სექტორისათვის ადამიანის უფლებათა სხვადასხვა საკითხზე ადვოკატირებისათვის. განსაკუთრებული ყურადება დაეთმო გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს ფარგლებში უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმს, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებს და სპეციალურ პროცედურებს.

საჯარო ლექციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ. ღონისძიება აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" თანამშრომლობით გაიმართა.