GE

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის პროცედურები

18 მაისი 2015

15 და 16 მაისს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში ჩარატდა სემინარი "ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის პროცედურები".

სემინარი განხორციელდა ევროპის საბჭოს პროექტის "ადვოკატთა და ადამიანის უფლებათა დამცველების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ევროპის შესწორებული სოციალური ქარტიის ეროვნულ დონეზე გამოყენებისათვის" ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის ორგანიზებით.

მასში მონაწილეობას ადვოკატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამართლის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

სემინარის განმავლობაში ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმებს და წარდგენის წესს, აგრეთვე დროებითი ღონისძიებების მოთხოვნის საკითხს. სემინარი ასევე მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რომლის დროსაც მონაწილეებმა უშუალოდ იმუშავეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი საჩივრის მომზადებაზე.

ტრენინგს უძღვებოდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი - ნათია ჯაფარიძე და ექსპერტი ადამიანის უფლებათა საკითხებში - ბესარიონ ბოხაშვილი.