GE

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

29 აპრილი 2014

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი სტუდენტებს და ახალგაზრდა იურისტებს სთავაზობს საჯარო ლექციას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სიახლეების და საქართველოსთან დაკავშირებით სასამართლოს პრაქტიკის შესახებ. საჯარო ლექციას წარუძღვება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს სამდივნოს იურისტი ნინო ხაინდრავა.
საჯარო ლექციის მსვლელობისას განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
  • სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში განხილული მნიშვნელოვანი საქმეების მიმოხილვა;
  • სასამართლოს პროცედურული კრიტერიუმების გამკაცრება და ახალი საჩივრის (განაცხადის) ფორმა;
  • საქართველოს წინააღმდეგ არსებული საქმეების ძირითადი პრობლემატიკა.
ლექცია გაიმართება 2014 წლის 2 მაისს, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსზე, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის მე-13 კილომეტრი, თბილისი, 321 აუდიტორია
გთხოვთ შეავსეთ სარეგისტრაციო განაცხადი https://docs.google.com/a/freeuni.edu.ge/forms/d/1hJCxWZ0U9zOH8uz5z2yUNXAysY3uofPCv7Wz1AWLzfg/viewform