ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პროცედურებსა და პრაქტიკასთან დაკავშირებული სიახლეები
04 სექტემბერი 2015
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით,
გ ი წ ვ ე ვ თ
საჯარო ლექციაზე
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პროცედურებსა და
პრაქტიკასთან დაკავშირებული სიახლეები
მომხსენებლები:
პროფ. ფილიპ ლიჩი, მიდლესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა სამართლის პროფესორი, ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრის (EHRAC) დირექტორი;
ბესარიონ ბოხაშვილი, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ადამიანის უფლებათა ეროვნული ოფიცერი, თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ადამიანის უფლებათა სამართალში.
საჯარო ლექცია გაიმართება 14 სექტემბერს,17:00 საათზე, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, აუდიტორია #200 (მისამართი: კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, დავით აღმაშენებლის ხეივანი#240).
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური. ლექციის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი.
საჯარო ლექციაზე დასწრება თავისუფალია. წინასწარი რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 12 სექტემბრის 18:00 საათამდე.
ფილიპ ლიჩი - მიდლესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა სამართლის პროფესორი, ადვოკატი და ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრის (EHRAC) დირექტორია. ცენტრი მიდლსექსის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს. მას აქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე განმცხადებელთა წარმოდგენის ფართო გამოცდილება, განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციის, თურქეთისა და გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. ის ავტორია წიგნისა „საქმის წარდგენა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში" (მესამე გამოცემა, ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წ.). მისი უახლესი კვლევები ადამიანის უფლებათა საკითხებში მხარდაჭერილია ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა: Nuffield Foundation, Leverhulme Trust,თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა კომისია და ევროპის საბჭო. ფილიპ ლიჩი რიგი წიგნებისა და სტატიების ავტორია ადამიანის უფლებათა სამართლის სხვადასხვა საკითხებზე. აგრეთვე, ის გახლავთ პატიმრობაში გარდაცვალების საკითხებზე მრჩეველთა დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, რომელიც კონულტაციას უწევს პატიმრობაში გარდაცვალების საკითხებზე მინისტრთა საბჭოს. იგი არის ჟურნალ „European Human Rights Law Review"-ს სარედაქციო საბჭოს წევრი და ასევე, ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენელი, როგორიცაა Media Legal Defence Initiative (MLDI) და Human Dignity Trust. პროფ.ლიჩი ადამიანის უფლებათა საკითხებზე ატარებს ტრენინგებს ევროპის საბჭოს, ეუთოს, ბრიტანეთის საბჭოს, საგარეო და თანამეგობრობის ოფისის, ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების, არაბ იურისტთა კავშირისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ფილიპ ლიჩი უძღვება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და პრაქტიკის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებებისა და ბიზნესის სალექციო კურსებს.