GE

ადამიანის უფლებათა კვირეული გრძელდება

08 დეკემბერი 2016

7 დეკემბერს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში პროგრამის ოფიცერმა/თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, ბესარიონ ბოხაშვილმა ადამიანის უფლებათა სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლასა და ადამიანის უფლებათა ზედამხედველობის ორგანოების მიერ გაკეთებულ კომპრომისებს შეეხებოდა.

მომხსენებელმა განიხილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ გამოტანილი კომპრომისული გადაწყვეტილებები. აღნიშნული გადაწყვეტილებები ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შეფასდა.

სპიკერმა იმსჯელა, თუ როგორ განმარტავენ ზედამხედველობის ორგანოები სახელმწიფოს ვალდებულებებს ტეორიზმთან ბრძოლის ფარგლებში და რამდენად უზრუნველყოფს არსებული პრაქტიკა პირთა უფლებების ეფექტურ დაცვას.

საჯარო ლექციის დასასრულს, საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას თემის ირგვლივ დისკუსიის საშუალება მიეცა.