ადამიანის უფლებების სამართლის კვირეული დაიწყო
03 დეკემბერი 2014
პირველ დეკემბერს საქართველო პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ადამიანის უფლებების კვირეული დაიწყო, რომელიც 6 უნივერსიტეტის მიერ არის ორგანიზებული. კვირეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლების დეკანებმა გია გეწაძემ და ნათია ხანთაძემ გახსნეს.
ადამიანის უფლებების კვირეული თამარ თომაშვილის (თავისუფალი უნივერსიტეტი) და გიორგი დავალაძის (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) საჯარო ლექციით "საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სამართლებრივი საშუალებები" გაიხსნა.
საჯარო ლექციაზე განიხილეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECtHR) და გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის განმარტება და პრაქტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. კერძოდ, აღნიშნული ლექციის ფარგლებში ყურადღება დაეთმო ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ხელშეკრულების გავრცელებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების სამართლის მომიჯნავე სფეროების გავრცელებას (საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, დევნილთა სამართალი და ა.შ.) და ურთიერთმიმართებას ადამიანის უფლებების სამართალთან.
კვირეული 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებებისს აერთაშორისო დღეს დასრულდება.