GE

ადამიანის უფლებების სამართლის კვირეული გაიხსნა!

10 დეკემბერი 2015

7 დეკემბერს, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიხსნა და გაიმართა პირველი ღონისძიება - საჯარო დისკუსია „სასამართლოს როლი ადამიანის უფლებათა დაცვაში".

კვირეულის პირველ დღეს თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის ფილიალმა უმასპინძლა.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

კონსტანტინე ვარძელაშვილი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
ქეთევან ერემაძე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი;
ლაშა კალანდაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე 2004-2015 წლებში;
რენატე ვინთერი - სიერა ლეონეს სპეციალური საერთაშორისო სასამართლოს სააპელაციო პალატის მოსამართლე, ევროკავშირის პროექტის "სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ხელმძღვანელი.

დისკუსიას მოდერაციას თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი თამარ თომაშვილი უწევდა.