ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული
03 დეკემბერი 2015
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გიწვევთ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნასა და საჯარო დისკუსიაზე "სასამართლოს როლი ადამიანის უფლებათა დაცვაში".
დისკუსიის მონაწილეები იმსჯელებენ შემდეგი საკითხების შესახებ:
- რამდენად აქტიურები არიან ქონებრივ-ეკონომიკური და პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების კუთხით ქართული სასამართლოები?
- რამდენად მსგავსია საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოთა მიდგომა ცალკეული უფლებების განმარტების კუთხით და რამდენად მჭიდროა საქართველოში ეროვნულ და საერთაშორისო სასამართლოებს შორის დიალოგი?
- რა ინსტიტუციურ-სამართლებრივი ფაქტორები მოქმედებს ადამიანის უფლებათა კუთხით დადებითად სასამართლოთა აქტივიზმზე?
- როგორ მოქმედებს ადამიანის უფლებათა დაცვისას სასამართლოთა აქტივიზმზე პოლიტიკური გარემო და სასამართლოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ?
დისკუსია გაიმართება 7 დეკემბერს, 17:30 საათზე თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის ფილიალში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 76, ვაკის პარკი).
დისკუსიის მონაწილეები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე;
ქეთევან ერემაძე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი;
ლაშა კალანდაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე 2004-2015 წლებში;
რენატე ვინთერი - სიერა ლეონეს სპეციალური საერთაშორისო სასამართლოს სააპელაციო პალატის მოსამართლე, ევროკავშირის პროექტის „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ხელმძღვანელი.
მოდერატორი - თამარ თომაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი.
საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის მსურველებმა 2015 წლის 6 დეკემბრის 18:00 საათამდე უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
კვირეულის მხარდამჭერი ორგანიზაციები:
USAID-ის დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ პროგრამა (EWMI- PROLoG );
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (OHCHR);
თბილისის მედიათეკების გაერთიანება.