GE

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნა

01 დეკემბერი 2018

სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში (Gardens Hall), 3 დეკემბერს 16:00 საათზე, საქართველოს 10 უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორებისა და სტუდენტების მონაწილეობით, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული გაიხსნება. კვირეული 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. ღონისძიებების თემები უნივერსიტეტების მიერ შეირჩა ქართული საზოგადოებისთვის მათი აქტუალობის საფუძველზე.

3 დეკემბრის თემები იქნება: "განათლება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" და "შშმ პირების უფლებები: მიღწევები და გამოწვევები".

მომხსენებლები: ეკატერინე სხილაძე – საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და ანა აბაშიძე – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის

მოდერატორი: ნინო კიკნაძე – ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

 

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბრის თვეში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა. კვირეულის ორგანიზატორებს სჯერათ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანის უფლებათა პრობლემური საკითხების შესახებ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და ქართულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსების, თავისუფლების და კანონის წინაშე თანასწორობის განმტკიცება.

დასწრება თავისუფალია.