ადამიანთა ბუნება და სახელმწიფოს წარმოქმნის საჭირობა
23 აპრილი 2021
როგორ წარმოიშვა სახელმწიფო, როგორ და რატომ გაერთიანდნენ საზოგადოებაში თანაცხოვრებისთვის, არასოციალური და ეგოცენტრული ადამიანები, როგორც თომას ჰობსი აღიქვამს მათ?
ჰობსის აზრით, ძალაუფლების ლეგიტიმურობას ადამინის ბუნება, მისი მოთხოვნები, მიდრეკილებები და ინტერესები განსაზღვრავს. სწორედ მათ შედეგად წარმოიშვა სახელმწიფო.
რა არის ადამიანების მოქმედების პრინციპები, რა არის მათი ქმედების მოტივაცია და შესაბამისად, როგორია ადამიანის ბუნება. ამის განსასაზღვრად თომას ჰობს შემოაქვს ასეთი ცნება- ბუნებითი მდგომარეობა. ბუნებითი მდგომარეობა არის ისეთი ვითარება სადაც ადამიანების ცხოვრობენ სახელმწიფოსა და ყოველგვარი კანონის გარეშე, ამგვარ სიტუაციაში კი ადამიანის ბუნება წარმოდგება ისეთი როგორიც ის სინამდვილეშია, იქიდან გამომდინდარე რომ ადამიანი არ არის დამოკიდებული არაფერზე, არც კანონზე, არც რელიგიაზე. შესაბამისად, არის ისეთი როგორიც ის არის ბუნებრივად.
ამგვარ ბუნებით მდგომარეობაში ადამიანი თავისუფალი და თანასწორია. თავისუფალია ადამიანი რადგან მას არაფერი არ ზღუდვას, არ არსებობს გარე შემზღუდველი გარემოებები მაგ. კანონები. შესაბამისად, ადამიანს შეუძლია გააკეთის ყველაფერი რაც მოუნდება, თავისი მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ნებისმიერი გზა, გარე შეზღუდვების გარეშე. ხოლო ადამიანები თანასწორნი არიან იმ კუთხით, რომ არ არსებობს ის საფუძველი რაც ადამიანთა უთანასწორობას გამოიწვევდა, ყველას დაბადებიდანვე მსგავს საგნებზე აქვს წვდომა.
ადამიანები მიდრეკილნი არიან მიიღონ ის რაც უნდათ, გააკეთონ ის რაც უნდათ და ზოგადად, იცხოვრონ როგორც უნდათ. იქიდან გამომდინარე კი, რომ თვითგადარჩენის უფლება უნივესალურია, ადამიანი თავისუფალია როგორც უნდა ისე მიაღწიოს ამას. ბუნებით მგომარეობაში ადამიანებს აქვთ უფლება გამოიყენონ საკუთარი ძალა იმ მიზნის მისაღწევად, რაც თავიანთ სასიკეთოდ მიაჩნიათ- ეს მათი ბუნებრივი უფლებაა.
მაგრამ რატომ სჭირდებათ ბუნებირივად ამგვარ ადამიანებს სახელმწიფოს ჩამოყალიბება და საზოგადიებრივი თანაცხოვრება, რატომ თმობენ ისინი თავიანთი უფლებების ნაწილს და ირჩევენ იცხოვრონ სუვერენის ქვეშ, რომელიც კანონებს აწესებს და მათ აღასრულებს, თუ ადამიანები ბუნებით მდგომარეობაში თავისუფლანი და თანასწორნი არიან?
ჰობსი არისტოტელესგან განსხვავებით, არ თვლიდა რომ ადამიანი სოციალური ცხოველია, ადამიანები ბუნებით არ არიან მიდრეკილნი საზოგადოებაში თანაცხოვრებისთვის. მისი აზრით ადამიანების სახელმწიფოში გაერთიანება შიშით. მაშინაც კი, როცა ადამიანის ბუნება ეგოცენტრულია, ეს მაინც უბიძგებს ადამიანებს რომ გადარჩენისთვის საზოგადოება ჩამოაყალიბონ და ამის შედეგად, დაცულნი იყვნენ. იქიდან გამომდინდარე, რომ ბუნებით მდგომარეობაში ადამიანები ერთმანეთისადმი მტრულად არიან განწყობილნი და ერთმანეთის ეშინიათ, თითოეული კი მიდრეკილია რომ სხვაზე აღმატებული იყოს, იყოს სხვაზე გაბატონებული და ჰქონდეს ძალა და დიდება. თითოეული ადამიანის ამგვარი ბუნებრივი მიდრეკილება კი იწვევს, რომ ბუნებითი მდგომარეობა წარმოადგენს “ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ”. სწორედ ამგვარი მდგომარეობიდან გამოსავალს წარმოადგენს ადამიანების ურთიერთობის ფორმის - სახელმწიფოს ჩამოყალიბება. თუკი ადამიანის პირველი ინსტინქტი და საჭიროება თვითგადარჩენაა, მიუხედავად იმისა თუ როგორ მიიღწევა ის, ბუნებრივია, ადამიანები მივლენ იქამდე, რომ საუკეთესო რამ რაც მათ შეუძლიათ საკუთარი სიცოცხლისთვის გააკეთონ კოოპერაციაა. ლევიათანში წარმოდგენილი ადამიანები რაციონალური არსებები არიან, იციან ზუსტად რა უნდათ და ყოველთვის მოძებნიან საუკეთესო გზას რომ ცოცხლები გადარჩნენ. ჰობსი ბუნებით კანონებს აყალიბებს, მათ შორის კი ფუნდამენტურია, რომ ყველა ადამიანი უნდა ესწაფოდეს მშვიდობის დამყარებას, სწორედ ამიტომ უნდა დაიდოს საზოგადოებრივი ხელშეკრულება.
შესაბამისად, თუ ადამინს გადარჩენა უნდა, ის დათმობს უფლებების ნაწილს, და დაემორჩილება ხელისუფლებას, რომელსაც მისი დაცვა შეუძლია. ადამიანების ბუნებრივი შიში სიკვდილისა, აიძულებს მათ დატოვონ ბუნებრივი მდგომარეობა და ჩამოაყალიბონ თანაცხოვრების ფორმა- სახელმწიფო.