GE

ადმიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

28 ნოემბერი 2014

1-10 დეკემბერს, საქართველოს ექვსი უნივერსიტეტი ადამიანის უფლებების სამართლის კვირეულს გამართავს.

კვირეულის ფარგლებში, ადამიანის უფლებების განსაკუთრებით აქტუალურ საკითხებზე, საჯარო ლექციები და დისკუსიები ჩატარდება. ამასთან, 10 დეკემბერს უნივერსიტეტები 2014 წლის ადამიანის უფლებათა აქტივისტს დააჯილდოებენ. ადამიანის უფლებათა სამართლის კვირეულს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა უმასპინძლებს.

ადამიანის უფლებების სამართლის კვირეულის ორგანიზატორი უნივერსიტეტები:
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი;
ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
საქართველოს უნივერსიტეტი;
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA);
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.

ადამიანის უფლებების სამართლის კვირეულის პარტნიორები:
USAID-ის დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტი (EWMI-JILEP);
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი სამხრეთ კავკასიაში;
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.