GE

აფხაზეთი უკრაინის შემდეგ

27 სექტემბერი 2022

კონფერენცია "აფხაზეთი უკრაინის შემდეგ" 29 სექტემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში ჩატარდა. კონფერენციაზე მოწვეულმა პროფესორ-მასწავლებლებმა, მკვლევრებმა და ბლოგერებმა გამართეს დისკუსია შემდეგ საკითხებზე:

• მოხდა თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობის და საქართველოს ხელისუფლებების მიერ რუსეთისა და მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებების ჯეროვანი შეფასება?
• გააჩუმა თუ არა საქართველოს პოლიტიკურმა დღის წესრიგმა დევნილები მათი გამოცდილებებისა და მეხსიერების შესახებ 30 წლის მანძილზე?
• მსგავსია თუ არა ბუჩა და გაგრა, სოხუმი, ახალდაბა?
• აჩენს თუ არა რუსეთის დასუსტება შინ დაბრუნების შანსს?
• როგორ შევცვალოთ აფხაზეთის სტატუს-კვო უკრაინაზე აგრესიის შემდეგ?

კონფერენცია 3 პანელად ჩატარდა. მოდერატორები იყვნენ მეგი ქარცივაძე, გიორგი ნონიაშვილი და სალომე ხვადაგიანი. პანელისტები: დავით ხვადაგიანი, ირაკლი ხვადაგიანი, მალხაზ თორია, გიორგი ჩიტიძე, თამარ ჩერგოლეიშვილი, მალხაზ პატარაია, გელა ხასაია, აკა ზარქუა, გიორგი არზიანი და გიორგი გობრონიძე.

კონფერენცია "აფხაზეთი უკრაინის შემდეგ" კამპანია "ბუჩამდე იყო აფხაზეთის" ფარგლებში ჩატარდა.

Აფხაზეთი Უკრაინის Შემდეგ