GE

აფხაზეთის ხელშეკრულება - საფრთხეები საქართველოსთვის

28 ოქტომბერი 2014

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, მომავალ დიპლომატთა კლუბი, პროექტი "ქართულ საგარეო პოლიტიკა XXI საუკუნეში" და ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი გიწვევთ ინტერდისციპლინურ საპანელო დისკუსიაზე "რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი: საფრთხეები საქართველოსთვის".

საპანელო დისკუსიის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა შეთანხმების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფრთხეებს, ასევე მის სამართლებრივ სტატუსს და საქართველოს ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ასპარეზზე განსახორციელებელ ღონისძიებებს.

საპანელო დისკუსიის მომხსენებლები:

თამარ კოვზირიძე - თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, ცოდნის ფონდის დირექტორი.
ელენე ხოშტარია - საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) თანადამფუძნებელი, თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
თამარ თომაშვილი - ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი.

საპანელო დისკუსია გაიმართება 31 ოქტომბერს, 18:30 საათზე, დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსის საკონფრენციო დარბაზში (#200 აუდიტორია).

დისკუსიის ორგანიზატორია თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა).