აგრარულ უნივერსიტეტში ფიტოკლინიკა ფუნქციონირებას იწყებს
24 დეკემბერი 2017
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბოტანიკისა და მცენარეთა ფიზიოლოგიის ლაბორატორიის ბაზაზე იხსნება ფიტოკლინიკა.
კლინიკის პრეზენტაცია და მცენარეთა გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება ორშაბათს, 25 დეკემბერს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ფოიეში, 14:00 საათზე.
პროფესიონალებით დაკომპლექტებული ფიტოკლინიკა გთავაზობთ:
•მცენარეთა მოვლასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო სამსახურს
•მცენარეთა მავნებლების და დაავადებების ზუსტ დიაგნოსტიკას
•რეაბილიტაციასა და მოვლას
•სახლში გამოძახების სერვისს
•მცენარეთა მოვლა-შენახვის სერვისს
აგრარული უნივერსიტეტის ფიტოკლინიკა ერთადერთია საქართველოში, სადაც:
•მცენარეთა სიჯანსაღეზე ზრუნავენ სპეციალური პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები და მკვლევარები
•ფუნქციონირებს მცენარეთა პათოანატომისაა და პათოფიზიოლოგიის ცენტრი
საკონტაქტო ინფორმაცია
ნონა ჩხაიძე
ტელ. 593 78 13 05
ელ.ფოსტა. no.chkhaidze@agruni.edu.ge