აკადემიური კონფერენცია "ადამიანის უფლებების თანამედროვე გამოწვევები: ეროვნული და საერთაშორისო პერსპექტივა"
22 ივლისი 2016
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI-PROLoG)და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით, გიწვევთ აკადემიურ კონფერენციაზე „ადამიანის უფლებების თანამედროვე გამოწვევები: ეროვნული და საერთაშორისო პერსპექტივა"
კონფერენცია გაიმართება 29 ივლისს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში (მის.: დავით აღმაშენებლის ხეივანი 240, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი, აუდიტორია #200)
სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური. სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.
კონფერენციის მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. წინასწარი რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 28 ივლისის 12:00 საათამდე.