GE

აკადემიური კონფერენცია - საქართველოს 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა

31 ოქტომბერი 2017

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, 2017 წლის 3 ნოემბერს ატარებს აკადემიურ კონფერენციას"საქართველოს 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმა."

კონფერენციაზე ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, დასწრება შესაძლებელია მხოლოდ მოწვევით. კონფერენციაზე დასწრებით დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 31 ოქტომბრამდე უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარადგინონ რეზიუმეები. წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შერჩეული მონაწილეები ელექტრონული ფოსტით მიიღებენ მოწვევას და დღის წესრიგს.