აკადემიური კონფერენცია
02 აგვისტო 2016
29 ივლისს თავისუფალ უნივერსიტეტში აკადემიური კონფერენცია „ადამიანის უფლებების თანამედროვე გამოწვევები: ეროვნული და საერთაშორისო პერსპექტივა“ გაიმართა.
კონფერენცია ოთხი სესიისგან შედგებოდა: ღირსება თუ "ზიანის პრინციპი"? -თავისუფლების კონცეპტუალური და ღირებულებითი განსაზღვრის პრობლემები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში; საზღვრების გავლება: რელიგიური თავისუფლება და კონსტიტუციური სეკულარიზმი; პირადი ცხოვრების უფლების გამოწვევები საქართველოში; ანტონინ სკალიასადმი მიძღვნილი დისკუსია: მოსამართლეები, უფლებები და დემოკრატიული მმართველობა. კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს, როგორც ქართველმა პროფესორებმა და ექსპერტებმა, ისე სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეულმა პროფესორმა ბრეტ შარფსმა.
კონფერენცია ჩატარდა თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროექტთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭრა საქართველოში“ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან თანამშრომლობით.