აკაკი მეტრეველი Eurobest 2021-ის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარადგენს
04 ნოემბერი 2021
თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული, აკაკი მეტრეველი Eurobest 2021-ის საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს წარადგენს.
აკაკიმ Meta Agency-ს გუნდთან ერთად Eurobest-ის ადგილობრივ შესარჩევ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა.
Eurobest კანის ფესტივალის შემადგენელი ნაწილია და აღიარებულია, როგორც ევროპის ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული ფესტივალი. Eurobest გამარჯვებულებს რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში ყოველწლიურად ავლენს.
წელს კონკურსის შესარჩევი ეტაპის თემატიკა იყო ახალგაზრდებში პროფესიის არჩევისას არსებული გამოწვევები. დავალების მიხედვით, კონკურსში მონაწილე გუნდებს უნდა შეექმნათ საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც ახალგაზრდებს შთააგონებს, რომ პროფესიის არჩევისას ყველაზე დიდი მნიშვნელობა მათ პირად მისწრაფებებსა და რეალურ შესაძლებლობებს ენიჭება.
აკაკის გუნდის ნამუშევარი შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://bit.ly/3GJ3dNY
მსგავსი სიახლეები
06 ივნისი 2023
მარიამ ხარაშვილი Columbia University აგრძელებს სწავლას
22 აპრილი 2022
ნათია სვანიძე აშშ-ში Stanford University-ში აგრძელებს სწავლას
25 ივლისი 2023
მარიამ ჩიქოვანი სწავლას Stanford University-ში აგრძელებს
24 ივლისი 2023
ელენე მურჯიკნელი სწავლას London Business School-ში (LBS) აგრძელებს
24 აგვისტო 2022