GE

აკო აკოფიანმა Fulbright Foreign Students Program-ის გრანტი მოიპოვა

07 აპრილი 2021

თავისუფალი უნივერსიტეტის მაქსის სკოლის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის კურსდამთავრებულმა აკო აკოფიანმა Fulbright Foreign Students Program-ის გრანტი მოიპოვა, რომელსაც საქართველოში ამერიკის საელჩო მართავს და დაფინანსებულია US Department of State-ის მიერ.

აკო სწავლას ელექტრული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს Iowa State University of Scinece and Technology-ში. Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში მას სწავლა სრულად დაუფინანსდება.

აკოს უნივერსიტეტმა ასევე Teaching Assistantship შესთავაზა და მიმდინარე სემესტრში ის სწავლის პარალელურად ელექტრული წრედების ლაბორატორიას კურირებს.

Ako Akopiani