GE

ალექსანდრე რონდელის საჯარო ლექცია

16 აპრილი 2014

15 აპრილს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტმა, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორმა ალექსანდრე რონდელმა საჯარო ლექცია წაიკითხა.

ლექციის თემა იყო - ირანი და კავკასია, მიმდინარე მოვლენები.

ღონისძიებას დაესწრნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

ლექციის შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.

ალექსანდრე რონდელი, 1991-1996 წლებში გახლდათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა კათედრის გამგე. 1997-2001 წლებში იგი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი. 1976-1977 წლებში მან სტაჟირება გაიარა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, ხოლო 1993-1994 წლებში ვუდრო ვულსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში (პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ). 1991 წელს ალექსანდრე რონდელი იყო მოწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ), 1995 წელს მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ), 1992, 1995 და 1997 წლებში უილიამს კოლეჯში.