GE

ამბის მულტიმედია თხრობაში

20 მაისი 2016

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, დორტმუნდის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტისა (Dortmund University of Applied Sciences and Arts) და თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა ვორკშოპი “ამბის მულტიმედია” თხრობაში (multimedia storytelling).

შეხვდრის ფარგლებში თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა გერმანელ სტუდენტებთან ერთად სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური თემების შესახებ მულტიმედია პროექტები შექმნეს, რისთვისაც გამოიყენეს ფოტო, ვიდეო და ტექსტური მედიასაშუალებები.

ვორკშოპს ხელმძღვანელობდა პროფესორი დირკ გებარდტი, რომლის ინიციატივითაც შეიქმნა ინტერნეტ ვებ გვერდი, სადაც განთავსდება სტუდენტების პროექტები.