GE

ანა ჩიქოვანი სწავლას გერმანიაში გააგრძელებს

15 აგვისტო 2016

სამართლის სკოლის კიდევ ერთი კურსდამთავრებული ანა ჩიქოვანი მაგისტრატურაში გერმანიაში, ბუცერიუსის სამართლის სკოლაში გააგრძელებს სწავლას. სამართლისა და ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის სწავლის გადასახადს დააფინანსებს თავად ბუცერიუსის სამართლის სკოლა.

ანა ჩიქოვანმა თავისუფალი უნივერსიტეტი 2015 წელს დაამთავრა. ის საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში მუშაობს.