ანა გაგუა სწავლას ევროპაში გააგრძელებს
24 აპრილი 2021
თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადობრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებული ანა გაგუა სწავლას ევროპაში გააგრძელებს. ანამ ერასმუს მუნდუსის ერთიანი სამაგისტრო სტიპენდია მოიპოვა და ციფრული კომუნიკაციების, პოლიტიკისა და ინოვაციების ორწლიან პროგრამაზე ისწავლის. ის პირველ სემესტრს ავსტრიაში, ზალცბურგის უნივერსიტეტში გაატარებს, შემდეგ წელს კი - ბელგიაში, ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში (Vrije Universiteit Brussel). აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამას მრავალფეროვანი კავშირები აქვს სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციასთან, მათ შორისაა: კალიფორნიის უნივერსიტეტი (UCLA), ავსტრალიის ქვინსლენდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (QUT), სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კოპენჰაგენის ოლბორგის უნივერსიტეტი (AAU). სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სამაგისტრო ნაშრომის თემიდან გამომდინარე შეარჩიონ რომელ პარტნიორ უნივერსიტეტში გაატარებენ ბოლო სემესტრს. თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლისას ანას ძირითადი ინტერესები იყო პოლიტიკის მეცნიერებები, დემოკრატიზაციის პროცესები, საბჭოთა კვლევები და საჯარო პოლიტიკა. ანამ ნუცა ბათიაშვილის ხელმძღვანელობით დაიცვა საბაკალავრო ნაშრომი, „დემოკრატიული ტრანზიციები საბჭოთა მემკვიდრეობის ჩრდილში - დაკარგული პრე-კომუნისტური გამოცდილება“. |
მსგავსი სიახლეები
31 მაისი 2023
ანა რურუა ვენაში, Central European University - CEU-ში სწავლობს
14 აპრილი 2023
ელენე რამინაშვილი სწავლას ბრიუგეში, College of Europe-ში აგრძელებს
07 ივნისი 2023
ირაკლი მაჭარაშვილი სწავლას University of Missouri-ში გააგრძელებს
10 აპრილი 2023
თათა ჯაღიაშვილი The New School-ში სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას
23 ივნისი 2023