ანა მელიშვილის სამეცნიერო სტატია მსხვილ სამეცნიერო გამოცემაში გამოქვეყნდა
11 იანვარი 2021
თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავრებულის ანა მელიშვილის სამეცნიერო სტატია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სამეცნიერო გამოცემის Springer-ის სამეცნიერო ჟურნალ Congnitive Processing-ში დაიბეჭდა.
ანამ საბაკალავრო ნაშრომი აგრარული უნივერსიტეტის კოგნიტური ნეირომეცნიერებების ინსტიტუტთან თანამშრომლობით დაწერა, რომლის ფარგლებშიც უფროს მეცნიერ მარინა კუნჭულიას ხელმძღვანელობით ჩაატარა დამოუკიდებელი კვლევა. კვლევა ტემპორალური კოგნიციისა და მასზე დადებითი ემოციების გავლენის უკეთ შესწავლას ისახავდა მიზნად. უფრო კონკრეტულად, ის ეხება დადებითი ემოციების გავლენას დროითი მოლოდონის ფორმირებაზე.
ამავე თემაზე მათ სამეცნიერო სტატიაც დაწერეს სათაურით "How does positive mood modulate time-based event expectancy". სწორედ ეს სტატია დაიბეჭდა Cognitive Processing-ში.
სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მსგავსი სიახლეები

31 მაისი 2023
ანა რურუა ვენაში, Central European University - CEU-ში სწავლობს

14 აპრილი 2023
ელენე რამინაშვილი სწავლას ბრიუგეში, College of Europe-ში აგრძელებს

07 ივნისი 2023
ირაკლი მაჭარაშვილი სწავლას University of Missouri-ში გააგრძელებს

10 აპრილი 2023
თათა ჯაღიაშვილი The New School-ში სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს სწავლას

23 ივნისი 2023