GE

ანდრეი ილარიონოვის საჯარო ლექცია

04 სექტემბერი 2014

პარასკევს, 5 სექტემბერს 12:00 საათზე დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში (აუდიტორია #200) კატონის უნივერსიტეტის გლობალური თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრის უფროსი წევრი ანდრეი ილარიონოვი საჯარო ლექციას ჩაატარებს თემაზე "უკრაინული კრიზისი და მისი შედეგები".

ანდრეი ილარიონოვი 2000-2005 წლებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მრჩეველი იყო ეკონომიკის საკითხებში, თუმცა 2005 წლის დეკემბერში მან ეს თანამდებობა დატოვა.

საჯარო ლექცია თავისუფალი უნივერსიტეტისა და "თავისუფალი დებატების ლიგის" ორგანიზებით იმართება.

დასწრება თავისუფალია.