GE

ანნა დანელია სწავლას აშშ-ში გააგრძელებს

06 აგვისტო 2018

თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული ანნა დანელია სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში, University of California, Berkeley-ში გააგრძელებს სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ბიზნეს სამართალში.
 
აღნიშნული უნივერსიტეტი, 2018 წლის QS World University Rankings-ის მიხედვით, სამართლის მიმართულებით მსოფლიოში მე-7 ადგილს იკავებს.
 
ანნა დანელიამ თავისუფალი უნივერსიტეტი 2016 წელს დაამთავრა. ამჟამად იგი მუშაობს “იუაი საქართველო”-ში (Ernst & Young) უმცროსი საგადასახადო კონსულტანტის პოზიციაზე. ანნა, პარალელურად თავისუფალ უნივერსიტეტში, საგადასახადო სამართლის ლექტორების ასისტენტია სამართლის საბაკალავრო/სამაგისტრო და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებზე.