GE

ანო ჩხაიძის სტატია Journal of Nonverbal Behavior-ში

07 იანვარი 2016

თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სკოლის კურსდამთავებულის, ანო ჩხაიძის სტატია საერთაშორისო ჟურნალ Journal of Nonverbal Behavior-ში გამოქვეყნდა.

ანომ კროსკულტურული კვლევა ჩაატარა საქართველოში და იკვლევდა ადამიანების არავერბალური ქმედებების აღქმას - თუ რამდენად უნივერსალურია ის ყველა კულტურაში. მსგავსი კვლევა მსოფლოს 43ქვეყანაში ჩატარდა.

ამ კონკრეტულ კვლევაში არავერბალურ ქმედებად შეირჩა ღიმილი.

აქამდე თითქოს აქსიომა იყო, რომ მომღიმარი ადამიანები ყველა კულტურაში უფრო დადებით ადამიანებად აღიქმებიან - უფრო ბედნიერებად, ჭკვიანებად, სანდოებად და ა.შ.

აღმოჩნდა, რომ საკმაოდ განსხვავდება სხვადასხვა კულტურებში მომღიმარი ადამიანების აღქმა.

ანო ამჟამად ვმუშაობს მეორე პუბლიკაციაზე, სადაც გენდერულ კონტექსტში განიხილავს "ღიმილის" აღქმას.

მასალა ისევ Journal of Nonverbal Behavior-ში გამოქვეყნდება. Journal of Nonverbal Behavior ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცემაა, რომელიც არავერბალური ქცევის კვლევას ეხება.

ანო ამჟამად სწავლობს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე, ნეირობიოლოგიის მიმართულებით.