GE

არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესები და მათი გავლენა მსოფლიოზე

12 დეკემბერი 2017

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის (საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა) და მომავალ დიპლომატთა კლუბის პროექტის ”I’m the World” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ეკატერინე მაიერინგ- მიქაძესთან (საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში). ლექცია-დისკუსია შეეხებოდა არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესებსა და მათ გავლენას მსოფლიო პოლიტიკაზე.

 

ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე
 
1984-1990 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სემიტოლოგიის შემსწავლელ მეცნიერების სპეციალობით.
1988-1989 წელს დაამთავრა თუნისის ბურგიბას სახელობის ენათა ინსტიტუტი, არაბული და ფრანგული ენების განხრით;
1989-1991 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით;
1993-1995 წელს დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი და მიიღო Diplome d’Etudes Approfondies (DEA);
1995-1999 წლებში იყო საგარეო ურთიერთობების საკითხებში სახელმწიფო მეთაურის მრჩეველი. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის პირადი მრჩეველი.
1996-2004 წლებში კონსულტანტის თანამდებობაზე მუშაობდა საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოებში, მათ შორის: ახლო აღმოსავლეთის კვლევის ფრანგულ ინსტიტუტში (ამანი/ბეირუთი); კონრად ადენაუერის ფონდის ახლო აღმოსავლეთის რეგიონალურ ოფისში (ამანი/ბეირუთი); გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის სააგენტოში (რიადი); თანამედროვე ახლო აღმოსავლეთის კვლევების ცენტრში (ბერლინი); მსოფლიო კულტურათა სახლის კულტურისა და მეცნიერების დეპარტამენტში (ბერლინი);
2004-2006 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანის რესპუბლიკაში, ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;
2007-2009 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანისა და ერაყის რესპუბლიკებში;
2009-2012 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში;
2012 - 2017 საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში;