არაბული დიალექტებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სემინარი კამპუსში
19 ოქტომბერი 2014
19-20 ოქტომბერს დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსმა პერიფერიული არაბული დიალექტებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სემინარს უმასპინძლა.
შეხვედრაზე მოხსენებები ქართული უნივერსიტეტების პროფესორების გარდა წაიკითხეს სტუმრებმა - ბაღდადის, ბუქარესტის, ხაიფას და ვასიტის უნივერსიტეტებიდან.
სემინარს ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
შეხვედრა თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გურამ ჩიქოვანმა გახსნა.
სემინარი გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს გიორგი წერეთლის დაბადების 110 წლისთავს მიეძღვნა.