GE

არაბული გაზაფხული: მიზეზები და პერსპექტივები

16 ივნისი 2017

19 ივნისს 12:00-დან 20:00 საათამდე კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის 113-ე აუდიტორიაში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი (საერთაშორისო ურთიერთობის სკოლა) გიწვევთ კონფერენციაზე არაბული გაზაფხული: მიზეზები და პერსპექტივები“. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის არაბული მიმართულების სტუდენტების ნაშრომები, რომლებიც შეეხება არაბულ სამყაროში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ გარდაქმნებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის როლს, მოდერნიზაციის პროექტებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს.

გამოფენილი იქნება სტუდენტების მიერ შესრულებული კალიგრაფიული და ფოტო ნამუშევრები.

სამუშაო ენა: ქართული

დასწრება თავისუფალია

პროგრამა:

12:00-14:00
ქრისტინე ქაჯაია - ეგვიპტელი ქალი და "არაბული გაზაფხული"
თამარ ტაბატაძე - "არაბული გაზაფხული" და მისი გამომწევევი მიზეზები
ანნა ჩიტიძე - "არაბული გაზაფხული" - დომინოს ეფექტი
დავით რობაქიძე - სოციალური მედიის როლი "არაბული გაზაფხულის" მიმდინარეობაში
ელენე ჯანაძე - "არაბული გაზაფხული" და რბილი ძალის გადანაცვლება არაბულ სამყაროში.

14:00-14:30 შესვენება

14:30 - 16:30
ნატალი ჭუმბურიძე - თუნისი,როგორც "არაბული გაზაფხულის" დასაწყისი
ნანუკა მიქელაძე - ხელოვნება და "არაბული გაზაფხული"
ანი ცინცაძე - "არაბული გაზაფხული" და ეგვიპტე
გიორგი ცხაკაია - სოციალური მოძრაობების როლი დემოკრატიზაციის პროცესში თუნისისა და ეგვიპტის მაგალითზე
გიორგი ლოლაძე - "არაბული გაზაფხულის" გავლენა ეკონომიკზე

16:30 - 17:30 ჰენით ხელზე მოხატვის (ლიკა ღუზარაული) და არაბული კალიგრაფიის (თორნიკე ფარსეღაშვილი) "ვორქშოფი"

17:45 - 20:00 არაბული ფილმის (ინგლისური სუბტიტრებით) ჩვენება-დისკუსია.