GE

არაბული ლიგის მოდელირება

18 ივნისი 2014

Model Arab League (MAL) - მოდელირება რომელიც გაძლევთ საშუალებას გამოსცადოთ თქვენი თავი არებული ქვეყნების წარმომადგენლის ამპლუაში, დახვეწოთ თქვენი საჯაროდ გამოსვლის უნარები, გაიგოთ უფრო მეტი დიპლომატიურ სამსახურზე, არაბულ კულტურაზე და ისტორიაზე. 

პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი სკოლის მოსწავლეები და უნივესიტეტის სტუდენტები მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ამერიკის შეერთებულ შტატებში პროექტს ყოველწლიურად მართავს NCUSAR-ი (The National Council on U.S.-Arab Relations), გაერთიანებულ სამეფოში პროექტის ორგანიზატორია ბირმინგემის უნივერსიტეტი, კაიროში კაიროს ამერიკული უნივერსიტეტი. საქართველოში კი არაბული ლიგის ჯერ არ ჩატარებულა და მისი პირველი ორგანიზატორი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი და მომავალ დიპლომატთა კლუბი იქნება. 

არაბული ლიგის მოდელირება 13-15 ივლისს გაიმართება ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში, დასკვნითი სხდომა კი 16 ივლისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდება. 

მოდელირებისას მონაწილეები გადანაწილდებიან სხვადასხვა კომიტეტებში და იქნებიან სხვადასხვა არაბული ქვეყნების წარმომადგენლები. სამი დღის განმავლობაში ისინი განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ თემებს, შემდეგ კი მიიღებენ საერთო რეზოლუციას. მონაწილეებს ჩაუტარდებათ ლექციები და კონსულტაციები არაბული ქვეყნების დიპლომატიაზე, ისტორიაზე, პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე. დასკვნით სხდომას დაესწრებიან არაბული ქვეყნების საელჩოს წარმომადგენლები. 

თარიღი: 13-14-15-16 ივლისი
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეობის საფასური: 70 ლარი.

მონაწილეობის საფასური ფარავს პროექტის განმავლობაში ტრანსპორტირების, კვების, საკანცელარიო ნივთებისა და ყველა სხვა საჭირო აქტივობების საფასურს. 

ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერთიფიკატი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ ეს აპლიკაცია:
https://docs.google.com/forms/d/1-C4UirD7UWQ176zfiH_7vgNytv0V_4Kd9Nt6k9TnilM/viewform

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 30 ივნისი. ადგილები შეზღუდულია.

საკონტაქტო პირები:
რევაზ თოფურია 555 466969
გიორგი მელაშვილი 591 703169
შალვა ჩხეიძე 514 539191
FDC@freeuni.edu.ge