არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრი
21 მაისი 2017
არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეული, რომელიც შექმნილია თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის საფუძველზე.
ცენტრის მიზანია განახორციელოს კულტურული, საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა არაბული/ისლამური სამყაროს შესწავლის მიზნით; ხელი შეუწყოს საქართველოსა და არაბულ ქვეყნებს/ისლამურ სამყაროს შორის კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ტექნიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას;
გააცნოს არაბული, ისლამური კულტურა და ცივილიზაცია დაინტერესებულ პირებს; ხელი შეუწყოს დიალოგს კულტურათა შორის მრავალმხრივი ღონისძიებებით, მთარგმნელობითი საქმიანობით;
ჩამოაყალიბოს სასერტიფიკატო კურსები, რაც მიზნად ისახავს არაბული/ისლამური სამყაროს მრავალმხრივ შესწავლას, აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების სიღრმისეულ წვდომას;
განახორციელოს სტუდენტებისა და ექსპერტების მონაწილეობით პროექტები, რომელიც ემსახურება არაბული/ისლამური ცივილიზაციის ძეგლების წარმოჩენასა და შესწავლას არაბული სამყაროს გარეთ; შეისწავლოს ქართულ–არაბული ისტორიული და კულტურული ურთიერთობები, თანამედროვე კავშირ-ურთიერთობები ისლამურ სამყაროსთან;
განახორციელოს არაბულ და ისლამურ ქვეყნებში არსებული ქართულ–საზღვარგარეთული ურთიერთობების ამსახველი მასალების მოძიება და შესწავლა;
ჩაატაროს საქართველოსა და არაბულ/ისლამურ ქვეყნებში კულტურის დღეები, გამოფენები, თემატური ფორუმები; ხელი შეუწყოს ბიზნეს ურთიერთობების განვითარებას საქართველოსა და არაბულ/ისლამურ ქვეყნებს შორის, ასევე მთარგმნელობითი საქმიანობისათვის სათანადო კადრების მომზადებას; განახორციელოს არაბულ/ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობით დაინტერესებული პირებისათვის კვალიფიციური კონსალტინგი.