GE

არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის დირექტორის ვიზიტი იორდანიაში

28 ივნისი 2017

ამა წლის 18-22 ინვისს იორდანიის ჰაშიმიანთა სამეფოს პრინცის ჰასან იბნ ტალალის (HRH Prince El Hassan bin Talal) მოწვევით იორდანიაში იმყოფებოდა თავისუფალი უნივერსიტეტის არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის დირექტორი, პროფ. გურამ ჩიქოვანი.
 
შეხვედრაზე, რომელიც ამანში გაიმართა განხილულ იქნა თანამშრომლობის პერსპექტივები, სამეცნიერო–კვლევითი, სასწავლო და კულტურული პროექტები, კულტურათა დიალოგის საკითხები.
 
ვიზიტის ფარგლებში გურამ ჩიქოვანი მიიწვიეს შემდეგმა არაბულმა ორგანიზაციებმა: Royal Institute for Inter-Faith Studies, Royal Scientific Society, Arab Thought Forum.
ფორუმში შეხვედრის დროს გურამ ჩიქოვანმა წაიკითხა ლექცია შოთა რუსთველის "ვეფხისტყაოსანზე" და ქართულ–არაბულ კულტურულ–ისტორიულ ურთიერთობებზე.
 
ცენტრალური აზიის არაბთა ისტორიის, ენისა და კულტურის შესწავლისათვის, რომლის შედეგები საერთაშორისოდაა აღიარებული იორდანიის სამეცნიერო საზოგადოებამ მადლობა გადაუხადა ქართველ მეცნიერს და მიიწვია იგი იორდანიაში ლექციების ციკლის ჩასატარებლად.
 
ამანის უნივერსიტეტის პროფესორებთან შეხვედრის დროს განხილულ იქნა იორდანიაში სტუდენტთა სტაჟირებისა და ერთობლივი პროექტების რეალიზების საკითხები, უცხოელთათვის არაბული ენის სწავლების ინოვაციური მეთოდები, სიახლეები სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით.
 
პროფ. გურამ ჩიქოვანს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს იორდანიის პრინც ჰასან იბნ ტალალთან. იგი 2002 წლიდან არის კულტურათა სერთაშორისო პარლანენტის წევრი, რომლის თანათავჯდომარეა იორდანელი პრინცი.
ჰასან იბნ ტალალი იორდანიის მეფის ჰუსეინ იბნ ტალალის ძმა და ახლანდელი მეფის აბდულას ბიძაა. საერთაშორისო დონეზე მას იცნობენ როგორც კულტურათა დიალოგის, რელიგიათა და ცივილიზაციათა ურთიერთობებისა და თანაარსებობის გამოჩენილ მოღვაწეს, არის რომის კლუბის ყოფილი პრეზიდენტი (1999-2007).