GE

არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო ჟურნალი

13 დეკემბერი 2019

თავისუფალი უნივერსიტეტის არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის ბაზაზე შეიქმნა ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი "Free University Journal of Asian Studies".

ელექტრონულ ჟურნალში წარმოდგენილი სამეცნიერო სტატიები თემატურად მოიცავს აღმოსავლეთმცოდნეობისა და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ საკითხებსა და ჩვენი რეგიონის პრობლემატიკას. ჟურნალი ორენოვანია.  ქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ერთხელ, ყოველი წლის დეკემბერში. 

მომავალ ნომერში სტატიებთან ერთად გამოქვეყნდება რეცენზიები და განთავსდება უნივერსიტეტის სამეცნიერო ექსპედიციების მასალები.

ჟურნალი "Free University Journal of Asian Studies" იწვევს მკვლევარებს, მასწავლებლესა და სტუდენტებს თანამშრომლობისთვის. სტატიების მოწოდებისათვის საჭიროა ჟურნალის ვებგვერდზე დარეგისტრირება.

ჟურნალი ორიენტირებულია ინოვაციებზე, კულტურულ–ისტორიული მემკვიდრეობის ახლებურ გააზრებასა და შეფასებაზე, მეცნიერული მასალების უახლესი კვლევითი მეთოდებით შესწავლაზე. 

ჟურნალის რედაქტორია - არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის დირექტორი პროფ. გურამ ჩიქოვანი, აღმასრულებელი მდივანი - არაბული ქვეყნებისა და ისლამური სამყაროს შემსწავლელი ცენტრის მკვლევარი ქრისტინა აჯიმიანი.