GE

არასაქველმოქმედო აუქციონი

09 თებერვალი 2018

არასაქველმოქმედო აუქციონი ტარდება თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის სტუდენტების ანო ჯიშკარიანის, თიკა შელიას და სალომე ფოცხვერაშვილის ორგანიზებით და სასტუმრო Rooms-ის ხელშეწყობით.
აუქციონის მთავარი მიზანია ახალგაზრდა ქართველი არტისტების რეალიზება და ხელის შეწყობა, მათი ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენა და ცნობადობის ამაღლება.
აუქციონის ექსპონანტები ორ ნაწილად იყოფა - პირველ ნაწილში გამოფენილია აღიარებული ქართველი ხელოვანების ნამუშევრები: კარლო კაჭარავასა და ოლეგ ტიმჩენკოს 80-90იან წლებში შესრულებული ფერწერები, ასევე დავით კუხალაშვილისა და გიორგი ხანიაშვილის ადრეული ნახატები და ლევან ჭელიძის ნატურმორტი.მეორე ნაწილში ქართველი ახალგაზრდა არტისტების ნამუშევრები ფიგურირებს, რომელთა უმეტესობას ქართული თემატიკა აერთიანებს, იქნება ეს სალომე ჯოხაძის “თანამედროვე ყაჯარები” თუ გიორგი გელაძის ქართული ტექსტები ტილოზე. ამასთან ერთად წარმოდგენილია ანასტასია ახვლედიანის ქართული არტეფაქტებითა
და ორნამენტებით ინსპირირებული ტილოებისა და უცნობი წმინდანების სერია, ფაფო ფაჩუაშვილისა და გიორგი ვარდიაშვილის შერეული ტექნიკით შესრულებული კოლაჟები თბილისის ფოტოსურათებზე.

არტისტების სია:
ანა ჯიბლაძე
ლიზი ქიქავა
გიორგი გელაძე 
ლევან ფაცინაშვილი 
სალომე ჩიგილაშვილი 
ნინი ხაბაზი
სალომე ჯოხაძე
ფაფო ფაჩუაშვილი 
გიორგი ვარდიაშვილი
შოთიკო აფციაური 
ანასტასია ახვლედიანი 
კარლო კაჭარავა 
დავით კუხალაშვილი 
გიორგი ხანიაშვილი 
ოლეგ ტიმჩენკო
ლუკა ცეცხლაძე 
ლევან ჭელიძე

თარიღი: 12 თებერვალი, ორშაბათი 
რეგისტრაცია: 18:00 - 20:00 
აუქციონი: 20:00
ადგილი: ჭოველიძის 7 ლოლიტა (მე-3 სართული)