GE

არჩილ გიორგაძე

19 სექტემბერი 2014

ასისტენტ-პროფესორი

საგანი: საერთაშორისო საჯარო სამართალი

აკადემიური საქმიანობა: არჩილ გიორგაძე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ის საერთაშორისო საჯარო სამართლის კურსს უძღვება. არჩილი ასევე არის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის აკადემიური თანადირექტორი.

განათლება: არჩილი ფლობს ჰარვარდის და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტების სამართლის სკოლის მაგისტრის ხარისხს. არჩილს ასევე აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

სამუშაო გამოცდილება: არჩილს აქვს საჯარო სამართლის მიმართულებით იურისტად მუშაობის მდიდარი გამოცდილება. ის მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპრტამენტის მრჩევლად, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსად და ასევე, იყო საქართველოს წარმომადგენელი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. 2011-2012 წლებში არჩილს ეკავა ს.ს. ,,ნენსკრა''-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. 2012 წლიდან დღემდე იგი არის იურიდიული ფირმა Dechert LLP-ს პარტნიორი.